ახალი ამბები

ახალი ამბები ეთერშია ყოველდღე, კვირის გარდა, დღეში 8 ჯერ – 10:00, 11:00, 12:00, 13:00, 14:00, 15:00, 16:00, 17:00,19:00 და 20:00 სთ.

17:00 საათზე ეთერშია ჩვენი მთავარი საინფორმაციო გამოშვება, რომელიც დატვირთულია რეპორტაჟებითა და პირდაპირი ჩართვებით, მთავარი მოვლენების ანალიზით.

მნიშვნელოვანი ამბების დროს რადიო მაუწყებლობს საგანგებო საინფორმაციო გამოშვებებით.

რადიო თბილისს უპრეცედენტო ნიუსპლატფორმა აქვს.

ეს არის გაერთიანებული საინფორმაციო გამოშვებები, სადაც 2 რადიოსადგურის ჰერეთისა და თბილისის სტუდიები ერთდროულად მუშაობს.ერთიანი წამყვანებით და საკორესპონდენტო ქსელით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი პრიორიტეტი დედაქალაქის ინფორმაციასთან ერთად, რეგიონული კონტენტია. რადიოს ახალი ამბები მნიშვნელოვან დროს უთმობს რეგიონებში მიმდინარე პროცესების გაშუქებას.

რადიო თბილისი ერთადერთი ქართული კომერციული რადიოსადგურია, რომელსაც ბიურო გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებში.ქართველი რადიომსმენელი პირველი იღებს ინფორმაციას იქ განვითარებული მოვლენების შესახებ. 

ჩვენი რადიოსადგურები გამოირჩევა მიუკერძოებელი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციით.ახალ ამბებში შუქდება ყველა ის საკითხი, რაც რეგიონში, დედაქალაქში, ქვეყნაში და მსოფლიოში ხდება.პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური თოქ-შოუებიც ეთერს უთმობს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

კვლევები: 2016/2017 წლის კვლევებით, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით ინტერნიუსმა განახორციელა, რადიოსადგური ახალ ამბებს პროაქტიულად, მიუკერძოებლად, კრიტიკულად და დაბალანსებულად, წყაროთა სიმრავლით აშუქებდა.  “რადიოსადგური მოსახლეობის პრობლემებს უყურადღებოდ არ ტოვებდა, რა დროსაც ჟურნალისტები პასუხისმგებელ პირებს მწვავე კითხებს უსვამდნენ. ისინი მხოლოდ პოლიტიკოსთა განცხადებების ციტირებით არ შემოიფარგლებოდნენ და თავადაც იჩენდნენ ინიციატივას მოეძიებინათ დამატებითი მასალები და საკითხის ირგვივ მეტი სიცხადე შეეტანათ.” – ნათქვამია ანგარიშში.


ვყიდით რეკლამას და არა ახალ ამბებს.news

Golden Hits 2 // ანონსი
  1. Golden Hits 2 // ანონსი
  2. Golden Hits 1 // ანონსი
  3. Fresh ჰიტები 4 // ანონსი
  4. Fresh ჰიტები 3 // ანონსი
  5. Fresh ჰიტები 2 // ანონსი
  6. Fresh ჰიტები 1 // ანონსი
  7. ჭოტი // ანონსი