სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 21 წელია ბაზარზეა და ფლობს 4 რადიოსადგურს:
აქედან 3 კერძო საერთო მაუწყებელს:
კახეთის რეგიონში – რადიო “ჰერეთი” FM102.8
დედაქალაქში – რადიო “თბილისი” FM93.5.
აჭარაში, ბათუმში – რადიო ციტრუსი FM97.3
და RELAX WEB RADIO – ინტერნნეტ რადიოს
რადიოების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.
რადიო ჰერეთს FM102.8,დაფარვის არეალი: მთელი კახეთი
და რადიო თბილისი FM93.5 დედაქალაქი და მისი შემოგარენი.ქალაქები: რუსთავი და მცხეთა
ჰერეთი ლიდერი მაუწყებელია კახეთის რეგიონში და 20 წელია ეთერში.
რადიო თბილისი, სამაუწყებლო კომპანიის განსხვავებული პროდუქტია, მრავალფეროვანი მუსიკით და პროგრამებით. 2015 წლიდან მაუწყებლობს და უამრავი მსმენელის ყური აქვს დაპყრობილი. „რადიო იწყება ჩვენით“, „ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე“- ეს ჩვენი სლოგანიებია.
რადიო ციტრუსი – ეს არის აჭარაში, ბათუმში მაუწყებელი პირველი კერძო საერთო რადიომაუწყებელი, რომელიც მსმენელს ადგილობრივ ახალ ამბებს, გადაცემებსა და მრავალფეროვან მუსიკას სთავაზობს. რადიო ციტრუსის ოფისი ბათუმშია განთავსებული.
RELAX WEB RADIO – ქართულ სამაუწყბელო ბაზარზე სრულიად ახალი და ინოვაციური პროდუქტია. იგი მთლიანად ინტერნეტსა და სმარტფონ აპლიკაციებზეა წარმოდგენილი და მუსიკალური ფორმატი სპა, რელაქს, ჩილ-აუთ და აკუსტიკ მუსიკას, ინსტრუმენტალური კლასიკის შედევრებს ეთმობა.
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის 100 % წილის მფლობელია რამაზ სამხარაძე, მედიამენეჯერი
ჩვენ რადიოსადგურებს აქვს უპრეცედენტო„ნიუს პლატფორმა“ რაც გაერთიანებულ ახალ ამბებს გულისხმობს.
რადიოს მომწონებელთა რაოდენობა ფეისბუქზე სულ უფრო იზრდება ამჟამად 250 ათასზე მეტი ლაიქერია. სოციალურ ქსელში მოძებნეთ: RadioTbilisi / FM 93.5 / რადიო თბილისი ეს არის ერთადერთი მაუწყებელი, რომელიც კომერციულ მომსახურებას სთავაზობს დამკვეთს Facebook Lives- და სხვა ვიდეო გადაცემების სახით.
ჯამში რადიოსადგურების დაფარვის არეალში პოტენციურად 3 მილიონზე მეტი მსმენელია.
რადიო თბილისის ფორმატი, მუსიკალური დაპროგრამება მთლიანად მორგებულია ამერიკულ გამოცდილებას.
ჩვენმა რადიოსადგურებმა ამერიკელ კოლეგებთან ჩამოყალიბეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც დღემდე აქტიურად გრძელდება.
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი “ქრომველ გრუპის” პარტნიორია, რომელიც 28 რადიოს ფლობს შეერთებულ შტატებში.
დღეს, ჩვენი მარკეტინგის სამსახური მთლიანად ამერიკული გამოცდილებით მუშაობს. ჩვენ ამერიკული გამოცდილება ქართულ მედიასივრცეში გადმოვიტანეთ. კომპანიის თანამშრომლებმა სტაჟირება გაიარეს “ქრომველ გრუპში”.
ჩვენი პარტნიორია “ბიზნესმედია საქართველო”: ტელევიზიასთთან ერთად მათი პროდუქტები: „საქმის კურსი“ და „ანალიტიკა“, ჩვენს რადიოსადგურში გადაიცემა.
ვართ ცნობილი მსოფლიო გამოცემების FORBES და FINANCIAL – ის პარტნიორები.
რადიო თბილისი პარტნიორობს 16 რეგიონულ რადიოსადგურთან და 26 რეგიონულ სატელევიზიო კომპანიასთან და 16 ვებგამოცემასთან, სადაც რეკლამის განთავსება ერთობლივადაა შესაძლებელი.
ჩვენ აქტიური მხარდამჭერები ვართ სხვადასხვა ფესტივალის თუ სოციალური კამპანიის (ყველის და ტურიზმის, ფოტო, FASIONKIDS ფესტივალები, მამების და წითურთა საერთაშორისო დღეები)
ჩვენ მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის.
ვქმნით თქვენთვის,რომ რადიო დაიწყოთ ჩვენით.