რადიო “თბილისის” დაფარვის ზონა ტალღაზე FM 93.5 მოიცავს სრულიად თბილისსა და მის შემოგარენს. ქალაქებს რუსთავსა და მცხეთას, კახეთის რეგიონს: საგარეჯოს, გურჯაანის,
დედოფლისწყაროს რაიონის და ლაგოდეხის რიგ სოფლებს.
რადიო “თბილისის” FM93.5 მოსმენა შესაძლებელია ასევე ინტერნეტში.
კომპანიამ 8 წლიანი ბრძოლის შემდეგ, 2015 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა ტალღაზე FM93.5 და საცდელი მაუწყებლობა 2015 წლის 1 სექტემბერს გაუშვა.
რადიო ჰერეთთან ერთად დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.